წითელი, ტკბილი ვაშლი - 200 გრ (1 ცალი);
ყვითელი ტკბილი ვაშლი - 200 გრ (1 ცალი);
მწვანე, მჟავე ვაშლი - 200 გრ (1 ცალი);
ნიახურის ქორფა ღეროები - 5 ცალი;
ნიგოზი - 50 გრ (1/3 ჭიქა);
ქიშმიში - 50 გრ (1/2 ჭიქა);
ლიმონი - 1 ცალი ;
მაწონი - 100 გრ;
არაჟანი - 100 გრ;
მარილი - მწიკვი;
შაქარი - 5 გრ (1 ჩაის კოვზი)
(სიმარტივისთვის ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ვანილის ან ლიმნის არომატიანი იოგურტი, მაწვნისა და არაჟნის ნაცვლად).
ინვენტარი: ღრმა ჯამი;
მომზადების დრო: 20 წუთი.
კალორიულობა: 5 პორცია (150 გრ თითო),
პორცია - 200 კკალ; (ნიგვზის გარეშე - 140 კკალ).
კალორიულობის კოეფიციენტი: 1.3 ანუ დაბალი, რაც ჯანსაღი და დიეტური კერძის კატეგორიაა.
მომზადების წესი
ვაშლს გამოაცალეთ გული, არ გათალოთ, დაჭერით თხელ, ლუკმისხელა ნაჭრებად. როცა ჭრით პერიოდულად მოასხით ლიმონის წვენი (ასე ვაშლი არ გაშავდება), ამისთვის ნახევარი ლიმონი გამოიყენეთ;
ნიახური დაჭერით წვრილად;
ნიგოზი დაჭერით ან დატეხეთ 6-8 ნატეხად (თითო);
მაწონი და არაჟანი აურიეთ ერთმანეთს, შეამატეთ დარჩენილი ლიმონის წვენი და ნიახური;
ნამცხვარი ლიმნით
ბეზე - 4 ან 5 კვერცხის ცილისგან:)
აქვე შემოგთავაზებთ ლიმნის პასტის რეცეპტს, რომელიც რომელიმე სხვა ვარიაციისას შეიძლება დაგჭირდეთ
მომზადების წესი
აცხობთ ფხვიერ ფორმას (საჭიროა დაახლეობთ 20-25 სმ დიამეტრის ფორმა) და აცივეთ;
ავსებთ ლიმნის კრემით და
ბოლოს რთავთ ბეზეთი. ბეზე შეიძლება მობრაწოთ, ან ისევ ისე თეთრი დატოვოთ.
ეს ლიმნის პაი, მარტა სტიუარტის შესრულებით, სურათი აღებულია მისივე საიტიდან
ენის რულეტი კვერცხით
საქონლის ენა - 1 ცალი;
ქათმის კვერცხი 2-3 ცალი;
ბულიონისთვის: მარილი; დაფნის ფოთოლი; შავი პილპილი, ბაჰარი; პატარა ტავი ხახვი; სტაფილო.
ინვენტარი: ქვაბი:
მომზადების დრო: გასასუფთავებლად - 30 წუთი; მოსახარშად 3-4 საათი.
მომზადების წესი
აადუღეთ ცოტაოდენი წყალი, რომელიც ენის გასაფცქვნელად იქნება საჭირო;
მდუღარე წყალში ჩადევით ენის ქვედა ნაწილი. ამოიღეთ წყლიდან და გაფცქვენით. ისევ ჩააბრუნეთ წყალში და ისევ რამდენიმე წამში, ან მაქსიმუმ ერთ წუთში ამოიღეთ და გააგრძელეთ გაფცქვნა. ეს კანი ეცლება ენის ქვედა ნაწილს. ენა დიდხანს არ უნდა გააჩეროთ წყალში, რადგან მოიხარშება, ხორცი გამაგრდება და კვერცხს ვეღარ ჩადებთ შიგ (ელასტიურობას დაკარგავს);
გაჭერით ენა ქვედა მხრიდან (არა წვერით, არამედ ყელის მხრიდან) დაახლოებით 6-7 სანტიმეტრზე, ფან გვერდებშიც გააფართოვეთ ჭრილი, ისე ორმ კვერცხები შეეტიოს;
კვერცხი უნდა იყოს მაგრად მოხარშული და კან-გაცლილი;
ჩატენეთ კვერცხი, შეეცადეთ სიმეტრიულად მოექცეს იმ ჭრილში;
შემდეგ ამოკერავთ კულინარიული ძაფით და ჩვეულებრივი ნემსით. თუ კულინარიული ძაფი არ გაქვთ, მაშiნ ჩვეულებრივი ბამბის ძაფი გამოიყენეთ, ოღონდ თეთრი ფერის, შეღებილი რომ არ იყოს;
ჩადევით მდუღარე, ბოსტნეულიან და საკმაზიან ბულიონში (იხ. ინგრედიენტები) და ხარშეთ, სანამ ხორცი მოხარშული არ იქნება;
მოხარშულს და კარგად გაგრილებულს მოაჭერით ძაფით ნაკერი და შემდეგ დაჭერით ენა თხელ ნაჭრებად.
წყარო: http://perfectcook.org/
No comments:
Post a Comment